Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამედიაციის შესახებმუხლი 10

მედიაციის შესახებ

მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:მედიაციასაოჯახო მედიაციადაცვის სტრატეგიებიცილისწამება და რეპუტაციასასამართლო დავამედიაცია და არბიტრაჟი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. ასევე კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აგრეთვე თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის აუცილებელი არ არის.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეს მიაწოდოს მეორე მხარის მიერ მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს გამჟღავნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიატორს მეორე მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის მხარისათვის მიწოდებაზე.

4.ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) აუცილებელია პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა ან თავისუფლების უზრუნველყოფა ანდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა; ბ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; გ) მხარე ვალდებულია შეასრულოს მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულება, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი მეორე მხარისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება; დ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ე) ინფორმაციის გამჟღავნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვისაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ვ) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად; ზ) სამართლებრივი ან დისციპლინური დავა მიმართულია ინფორმაციის გამცემი პირის წინააღმდეგ და გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, ამასთანავე, ამ ინფორმაციის გამჟღავნება აღნიშნული პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისთვისაა აუცილებელი; თ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მესამე პირისაგან.

6.მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ.

7.კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისას მისი მიმღები პირი ვალდებულია დაიცვას ეს ინფორმაცია გავრცელებისაგან.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. ასევე კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აგრეთვე თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის აუცილებელი არ არის. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეს მიაწოდოს მეორე მხარის მიერ მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს გამჟღავნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიატორს მეორე მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის მხარისათვის მიწოდებაზე. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) აუცილებელია პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა ან თავისუფლების უზრუნველყოფა ანდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა; ბ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; გ) მხარე ვალდებულია შეასრულოს მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულება, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი მეორე მხარისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება; დ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ე) ინფორმაციის გამჟღავნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვისაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ვ) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად; ზ) სამართლებრივი ან დისციპლინური დავა მიმართულია ინფორმაციის გამცემი პირის წინააღმდეგ და გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, ამასთანავე, ამ ინფორმაციის გამჟღავნება აღნიშნული პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისთვისაა აუცილებელი; თ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მესამე პირისაგან. 6. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ. 7. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისას მისი მიმღები პირი ვალდებულია დაიცვას ეს ინფორმაცია გავრცელებისაგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განქორწინების მედიაცია11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადავო განქორწინება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეპუტაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეპუტაციული რისკის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №3

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მედიაციის შესახებ

  • 6ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა
  • 7მედიაციის დაწყება

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 102მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობა

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 22კონფიდენციალური ინფორმაცია

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 50პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 28

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 5კონფიდენციალურობის პრინციპი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 3პროფესიული საიდუმლოება (კონფიდენციალური ინფორმაცია)

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 28ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 25კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 5კონფიდენციალურობის პრინციპი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28501025256728151223510
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…მედიაციის შესახებვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს სისხლის სა…პაციენტის უფლებების შე…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026