1.სანოტარო რეესტრის თავისში აერთიანებს შემდეგ რეესტრებს: ა) საერთო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ყველა სანოტარო მოქმედება, გარდა ამ პუნქტის შემდეგ ქვეპუნქტებში მითითებული მოქმედებებისა; ბ) სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებები; გ) ანდერძების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ანდერძი, ანდერძების გაუქმების აქტები და სხვა მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ანდერძთან; დ) თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების აქტები და მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები; ე) ფულისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღებისა და გადაცემის აქტები, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები; ვ) დადგენილებათა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ის დადგენილებები, რომელსაც მიიღებს ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობის პროცესში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში რეგისტრი-რებულ სანოტარო მოქმედებებთან წვდომა გააჩნია ყველა ნოტარიუსს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის განხორციელებული ჩანაწერი სანოტარო რეესტრში (ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრი და ანდერძების ერთიანი რეესტრი).
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის ა, დ, ე და ვ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში რეგისტრირებულ სანოტარო მოქმედებებთან წვდომა გააჩნია მხოლოდ იმ ნოტარიუსს, რომლის მიერაც არის განხორციელებული ჩანაწერი სანოტარო რეესტრში.
