„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელიც ნოტარიუსს დაუყოვნებლივ ანიჭებს რეესტრთან დაშვების უფლებას. რეესტრთან დაშვების უფლების მინიჭება ხდება ნოტარიუსისათვის რეესტრთან წვდომის უნიკალური კოდის მინიჭების გზით.

2.ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს სანოტარო რეესტრთან დაშვების უნიკალური კოდის დაცვა არაუფლებამოსილი პირების წვდომისაგან, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის დაკარგვის ან გახმაურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3.ყველა, ვისაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მინიჭებული აქვს სანოტარო რეესტრთან დაშვების უფლება, ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია სანოტარო მოქმედებების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა რეესტრთან დაშვების შედეგად. ეს ვალდებულება ძალაში რჩება მას შემდეგაც, რაც ამ პირებს შეუწყდათ სანოტარო რეესტრთან დაშვების უფლება.“.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
522481651367913181337
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებეროვნული საარქივო ფონდ…ლობისტური საქმიანობის …მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23