Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 35

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სანოტარო რეესტრში რეგისტრირებულ თითოეულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.

2.სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერი შედგება შესაბამისი (მიმდინარე) კალენდარული წლის აღმნიშვნელი ნაწილისა (მაგ., „10“) და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომრისაგან. მიმდინარე კალენდარული წლის აღმნიშვნელი ციფრები და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომერი ერთობლივად ქმნის სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერს. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სანოტარო მოქმედებათა ნუმერაცია იწყება ერთიდან.

3.ბათილია სანოტარო მოქმედება, რომელიც არ არის რეგისტრირებული რეესტრში, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი შემთხვევებისა.

4.ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი. ამასთანავე, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები შეიძლება დაინომროს ერთი და იგივე ნომრით იმ პირობით, რომ ნოტარიუსის ფორმულიარსა და რეესტრში მიეთითება ეგზემპლარების ოდენობა და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ეგზემპლართა რაოდენობის შესაბამისად. ნოტარიუსი უფლებამოსილია, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები დანომროს სხვადასახვა ნუმერაციით და ასევე ჩაწეროს რეესტრში. თუ საჯარო აქტი დამოწმდა რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეულ დედანს (მიუხედავად ეგზემპლართა რაოდენობისა) ენიჭება ერთი სარეგისტრაციო ნომერი და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური იანგარიშება ერთი აქტის შესაბამისად.

5.სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედება რეგისტრაციაში ტარდება დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმისთანავე, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6.სანოტარო რეესტრში ჩანაწერს ასრულებს ნოტარიუსი ან მისი დავალებით სანოტარო ბიუროს თანამშრომელი, რომელსაც ნოტარიუსთან წერილობითი ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.

7.„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება სავალდებულოა, ან იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება არ არის სავალდებულო, მაგრამ დაინტერესებული პირი (გარიგების მონაწილე მხარე) ითხოვს მის დადასტურებას (საჯარო აქტს), უნდა დაერთოს თავფურცელი, ხოლო დოკუმენტს, რომელზეც ნოტარიუსი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამოწმებს მხოლოდ მხარეთა ხელმოწერებს (კერძო აქტს), უნდა დაერთოს ფორმულარი.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება, წარწერა “საქართველო“, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, თავფურცელი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებგვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, ფორმულარი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებგვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.

10.სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ შესრულებულ სანოტარო მოქმედებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს დოკუმენტის ( სანოტარო აქტის ) დედნის ელექტრონული ასლი ( დასკანერებული რედაქცია ). ამ წესით უნდა შესრულდეს შემდეგი სანოტარო მოქმედებები : ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება); ბ) საქორწინო ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); გ) რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); დ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება); ე) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); ვ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); ზ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან (ცვლილება/გაუქმება); თ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); ი) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); კ) განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება); ლ) სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ცვლილება/გაუქმება); მ) სამკვიდროს მიღების / სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება); ნ) სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება); ო) სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება); პ) სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); ჟ) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება); რ) სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება); ს) გასანაღდებლად ჩეკის წარდგენა და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება); ტ) თამასუქის პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება); უ) სამკვიდროს მმართველის დანიშვნა (ცვლილება/გაუქმება); ფ) დავალების ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №212 - სსმ III, №144, 08.11.2010, მუხ.2059

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 11 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 8 ნოე. 2010
  2. 1 ივლ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 8 ნოე. 2010
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 34სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
  • 33სანოტარო რეესტრი
  • 38რეესტრის ტიპები

ნოტარიატის შესახებ

  • 51სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია
  • 38სანოტარო მოქმედება
  • 5სანოტარო მოქმედება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31¹სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური
  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
  • 3სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 13რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 9რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
931¹313513853031343338231335
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მეწარმეთა შესახებსაკონსულო საქმიანობის …საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23