Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 54¹

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 54¹. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმების წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 54-ე მუხლი. მხარეები ვალდებული არიან, ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მიმართონ ერთ ნოტარიუსს და ხელი მოაწერონ სანოტარო აქტს.

2.ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დადებისას ბავშვის გამჩენი ქალი (სუროგატი დედა) ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ნოტარიუსთან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. მას არ აქვს უფლება, ასეთი გარიგება დადოს წარმომადგენლის მეშვეობით.

3.ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დონორი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს ცნობა  სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს ფაქტს მისი დონორობის შესახებ.

4.„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის 1 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წყვილის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა ნებისმიერი საჯარო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება წყვილის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი).

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი ცნობების/დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ასეთი დოკუმენტების არასარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

6.ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულება მოწმდება საჯარო სანოტარო აქტით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №614 - ვებგვერდი, 22.09.2020 წ. თავი VI საკუთრების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 22 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 22 სექ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 სექ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 54შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 სექ. 2020
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 45ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
  • 54გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
  • 20სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 143
  • 141

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 8¹საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 49¹საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა

ნოტარიატის შესახებ

  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი
  • 40¹ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 30ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია
  • 55განქორწინების რეგისტრაცია
  • 52ქორწინების რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1431415040¹8¹45542030555249¹54¹
მნიშვნელობით ახლოსჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს მოქალაქეებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23