Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 20

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:სანოტარო აქტების აღსრულებაქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაგადაცემის პროცედურები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ სანოტარო აქტის მონაწილე არის იურიდიული პირი, ნოტარიუსი ვალდებულია მოითხოვოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) რეზიდენტი იურიდიული პირებისაგან – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული რეესტრიდან; ბ) არარეზიდენტი იურიდიული პირებისაგან – უცხოეთის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ცვლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ დოკუმენტს; გ) რეზიდენტი და არაზედენტი იურიდიული პირის წესდება (დებულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი, თუკი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს მათ არსებობას), რომელიც უნდა იყოს დედანი ან დამოწმებული ასლი.

2.ნოტარიუსი უფლებამოსილია, იურიდიული პირისაგან არ მოითხოვოს უფლებამოსილების დამდგენი ყველა დოკუმენტის (წესდება, ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან და სხვა) წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ მასთან წარდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტიდან (მაგ., მინდობილობა) უტყუარად დასტურდება, რომ ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა ეს დოკუმენტი, შეამოწმა უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის გამცემი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტში სრულფასოვნადაა მითითებული ყველა ის მონაცემი (მაგ., რწმუნებულების გამცემი იურიდიული პირის რეკვიზიტები, მინდობილობის გამცემი პირის უფლებამოსილება და სხვა), რაც აუცილებელია სანოტარო აქტის შესადგენად. ამასთანავე, ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებები არ წარმოშობს სხვა დოკუმენტების გამოთხოვის აუცილებლობას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მიიღება გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში მიუხედავად იმისა, შესაბამის ქვეყანაში რა ვადაა დადგენილი ამ დოკუმენტის მოქმედებისათვის.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ნოტარიუსი უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა, თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ათავისუფლებს ნოტარიუსს ამ ვალდებულებისაგან იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილია არარეზიდენტი იურიდიული პირის მონაცემთა ცვლილებების არარსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხარეებს. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში.

5.საქართველოში უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მონაწილეობით გარიგების დამოწმებისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფილიალის დებულება, ფილიალის წარმომადგენლის უფლებამოსილების განსაზღვრის დოკუმენტი ან სხვა). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 აგვ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 21

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 ოქტ. 2023
  2. 13 სექ. 2023
  3. 4 ივნ. 2022· გამოქვეყნდა 16 მაი. 2022
  4. 22 სექ. 2020
  5. 10 აგვ. 2020
  6. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  7. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2018
  8. 11 სექ. 2018
  9. 17 მარ. 2017
  10. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2016
  11. 31 ივლ. 2016
  12. 29 იან. 2014
  13. 1 ოქტ. 2013· გამოქვეყნდა 12 აგვ. 2013
  14. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 28 მარ. 2012
  15. 2 აგვ. 2012
  16. 6 ივნ. 2012
  17. 23 იან. 2012
  18. 3 დეკ. 2010
  19. 8 ნოე. 2010
  20. 10 აგვ. 2010
  21. 1 ივლ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააუქციონო დოკუმენტაციის მომზადებასერვისის გვერდი
  • სანოტარო მომსახურებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 21 ცვლილება · ბოლო 23 ოქტ. 2023
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 15საჯარო და კერძო აქტები
  • 29სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
  • 69სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემა

ნოტარიატის შესახებ

  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა
  • 5სანოტარო მოქმედება
  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა
  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 13სარეგისტრაციო წარმოება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1357სანოტარო ფორმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43113574855015296923201320
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საკონსულო საქმიანობის …სანოტარო მოქმედებათა შ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23