ნოტარიატის შესახებ

მუხლი 50. სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია.

2.თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.

3.თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, ყრუა ან მეტყველების უნარის არმქონე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში მისთვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსამარტავად შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი და ის მის ნებას შეესაბამება.

4.იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ანდა სხვა მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ამ დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით და იმ მიზეზის მითითებით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.

5.თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, ნოტარიუსმა მას უნდა წაუკითხოს შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადოდ უნდა მიუთითოს შესაბამის დოკუმენტში. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №843 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
135769703785385229271723201850
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სამოქალაქო…საკონსულო საქმიანობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა