„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“

მუხლი 2

რედაქცია №17

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიწის ნაკვეთი – სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე; ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი –ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონის 7 3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი . დ) ამოღებულია; ე) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ვ) ცნობა-დახასიათება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულო, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მიწის ნაკვეთი; თ) (ამოღებულია); ი) მოწმის ჩვენება – მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიალურად დამოწ-მებული განცხადება.

2.ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები გამოიყენება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 11 დეკემბრის ბრძანებულება №681 - სსმ III, №175, 11.12.2007 წ., მუხ.1938 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანებულება №11 - სსმ III, №6, 16.01.2008 წ., მუხ.70 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №46 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.68 საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №27 -ვებგვერდი,18.01.2011წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 27

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის მიერ მესამე პირთა სახელზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია ნაკვეთების მდებარეობა და საზღვრები, მიუხედავად მოსარჩელის კანონიერი ინტერესისა. პალატის განმარტებით, აღმჭურველი აქტის ადრესატის კანონიერი ნდობა ვერ მიიღებს უპირატესობას სხვა პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების არსებითი დარღვევის ხარჯზე. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო რეგისტრაციის აქტები საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის ბათილობა და მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

    მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას და ითხოვდნენ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კოოპერატივისათვის გადაცემული სარგებლობის უფლების მოსარჩელეებზე გადასვლა ვერ დადასტურდა, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ფართობი აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა, ახალი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მესამე პირებისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილებებისა და საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებებისა და საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ჩანაწერთან ერთად მნიშვნელოვანია ნაკვეთზე ფაქტობრივი ფლობა, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარებას განსხვავებული წინაპირობები აქვს. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთებს მესამე პირები ფლობდნენ, მოსარჩელე კი მათ არ ფლობდა. საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის წარმოების შეწყვეტის აქტების ბათილობა და რეგისტრაციის დავალდებულება

    დავა შეეხებოდა მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის წარმოების შეწყვეტას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მებაღის წიგნაკის არარსებობისას მართლზომიერი მფლობელობა სხვა დოკუმენტებითაც შეიძლება დადასტურდეს და ორგანო ვალდებულია ისინი სათანადოდ შეაფასოს. სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტომ საქმის არსებითი გარემოებები სათანადოდ არ გამოიკვლია. მან სადავო აქტები ბათილად ცნო და სააგენტოს გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა, საკუთრების რეგისტრაციის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა

    დავა ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია სადავო ქონების ფლობისა და საკუთრების საკითხები და გადაწყვეტილება არასაკმარისად დაასაბუთა. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა სასამართლოს ვალდებულება, საჭიროებისას საკუთარი ინიციატივით მოიძიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და შეაფასოს ისინი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან ერთად. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილად ცნობა და საკუთრების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის დავალება

    დავა შეეხებოდა თბილისის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მემკვიდრისთვის მიწაზე საკუთრების აღიარებაზე უარის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კომისიას უნდა გამოეკვლია მამკვიდრებლის მიერ მიწის დაკავებისა და ფლობის გარემოებები და საკუთრების აღიარების სხვა წინაპირობები. სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანომ არსებითი გარემოებები არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა. კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: ძალაში დარჩა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უარის ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23152003172 (მე…33384437¹2
მნიშვნელობით ახლოსფიზიკური და კერძო სამა…ფიზიკური და კერძო სამა…საჯარო რეესტრის შესახე…სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა