1.ოჯახის იდენტიფიკაცია, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2.ოჯახის იდენტიფიკაციის, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
3.ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს.
4.ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) ოჯახს წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გააცნოს თავისი უფლება-მოვალეობები, განუმარტოს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა; ბ) დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრებს წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები; გ) შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ; დ) ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასების მიზნით ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით ზოგადად დაათვალიეროს ოჯახის საცხოვრისი (იგულისხმება ოჯახის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული თითოეული ნივთის _ მოძრავის თუ უძრავის, პროდუქციის (მათ შორის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მოხმარების) გულდასმით დათვალიერება, რაც დაეხმარება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მდგომარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ოჯახის დეკლარაციის სწორად შევსებისათვის); ე) (ამოღებულია - 13.05.2022, №01-41/ნ) .
5.სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ.
6.ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით; დ) სრულყოფილი, ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახის წევრების რაოდენობის და მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე, აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრის სამ თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის თაობაზე. სამთვიანი ვადის ამოწურვის თვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი თვის ვადაში (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ); ვ) ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრ(ებ)ი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება: ზ.ა) ერთწევრიანი ოჯახის შემთხვევაში; ზ.ბ) 2 და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი არამომუშავე შრომისუნარიანი წევრია; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 08.06.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ. თავი III. ოჯახის დეკლარაციის შევსების წესი

