სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის – „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად.

2.თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი.

3.თუ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არასწორად უთითებს ოჯახის შემადგენლობას (ოჯახის ხელოვნური დაყოფა ან გაერთიანება), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში შეავსოს ოჯახის დეკლარაცია, ოჯახში რეალურად მცხოვრები ყველა წევრის გათვალისწინებით.

4.იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება ოჯახის ხელოვნური დაყოფის/გაერთიანების ფაქტს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი წყვეტს ოჯახის დეკლარაციის შევსებას და არსებული წესის შესაბამისად ავსებს ოქმს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (დანართი N3).

5.სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი.

6.„A7“ პუნქტის კითხვაზე – „ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა უძრავ ქონებას ფლობთ?“ პასუხის გაცემისას, თუ ოჯახს გააჩნია ჩამოთვლილი ნაგებობებიდან რამდენიმე, შემოიხაზება ყველა პასუხის შესაბამისი ნომერი. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს ოჯახის საცხოვრებელი პირობების (მ.შ. ეზოს) დათვალიერების შედეგად ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ოჯახის სარგებლობაში არსებული სხვა უძრავი ქონების შესახებ. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში.

7.„A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას.

8.„A9“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენი ოთახია თქვენი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო  საცხოვრისში სულ (სამზარეულოს, დერეფნის, სააბაზანოს, ტუალეტის და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა)“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა მიუთითოს იმ ოთახების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, მათ შორის მისაღები ოთახი (ე.წ. „ზალა“), საძინებელი, ლოჯია. დაკავებული ოთახების რაოდენობაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ გაითვალისწინებს დერეფანს, ტუალეტს, სააბაზანოს ან სხვა დამხმარე სათავსოს (მაგ. სხვენი, ავტოფარეხი, სამზადი/მარანი, სამეურნეო ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, დაუმთავრებელი ნაგებობა/ფართი). სააგენტოს უფლებამოსილი პირი პირადად დაათვალიერებს და შეამოწმებს ოთახების რაოდენობას, იქ არსებულ ნივთებს და ინვენტარებს და შესაბამის გრაფაში მიუთითებს ოთახებს ჯამურ რაოდენობას.

9.„A10“ პუნქტის კითხვაზე – „ძირითადად რა მასალის არის იატაკი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი დაათვალიერებს ოთახებს და გრაფაში მიუთითებს შესაბამის კოდს. თუ ყველა ოთახში ან ოთახების უმეტეს ნაწილში არის პარკეტი, შემოხაზავს „1“ კოდს. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ ფართში/ნაწილში იატაკი შედგება პარკეტისა და ბეტონისგან, მაგრამ ძირითადი ნაწილი ბეტონისგან სააგენტოს უფლებამოსილი პირი შემოხაზავს ბეტონის აღმნიშვნელ კოდს „4“. თუ საცხოვრებელ ფართში იატაკი შედგება ჩამოთვლილისგან განსხვავებული სხვა მასალისგან, შემოიხაზება კოდი „6“.

10.„A11“ პუნქტის კითხვაზე - „ფლობთ თუ არა ძირითადი საცხოვრებელის გარდა სხვა საცხოვრებელს (ბინას, სახლს, აგარაკს)“  – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია აუხსნას ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომ სხვა საცხოვრებელში იგულისხმება ყველა ის უძრავი ქონება (მრავალსართულიან კორპუსში, ან ერთ ან მეტ სართულიან განცალკევებულად მდგომ სახლში), რომელიც არის ოჯახის რომელიმე წევრის კანონიერ საკუთრებაში (შესაძლებელია სხვა დასახლებულ პუნქტში, ქალაქში ან სოფელში) და არის დაკეტილი და/ან გადაცემული სხვისთვის დროებით  სარგებლობაში).   ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში.

11.„A12“ პუნქტის – „ჩაწერეთ სხვა საცხოვრებლ(ებ)ის მთლიანი ფართობი“ - სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიუთითებს  ოჯახის უფლებამოსილი წევრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ძირითადი საცხოვრისი გარდა საკუთრებაში არსებული ბინის, სახლის და/ან აგარაკის ფართობს მ2-ში. თუ ოჯახს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი ბინა, სახლი და/ან აგარაკი, მიუთითებს ჯამურ ფართობს (მაგ. თუ ოჯახი ფლობს 1 ბინას (მრავალსართულიან შენობაში/კორპუსში) 50 მ2 და 1 სახლს (ერთ ან მეტ სართულიან განცალკევებულად მდგომ შენობას) 100მ2-ს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შემოხაზავს კოდს „1“ და მიუთითებს 150მ2-ს). სააგენტოს უფლებამოსილი პირი უფლება აქვს ინფორმაცია ოჯახის რომელიმე წევრის არსებული ბინის, სახლის და/ან აგარაკის შესახებ მოიძიოს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემთა ბაზიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებებიდან (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან). ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში. ამ წესის მიზნებისთვის, აგარაკი წარმოადგენს ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებაში არსებულ სარეკრეაციო მიზნებისთვის სეზონურად და/ან დასასვენებლად გამოყენებად უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთზე მდგომ სახლს), რომელიც მდებარეობს სხვა დასახლებულ პუნქტში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46912811341313¹ (…7 (და…28536
მნიშვნელობით ახლოსსოციალურად დაუცველი ოჯ…“მიზნობრივი სოციალური …საქართველოში ბინადრობი…საერთაშორისო დაცვის შე…სამედიცინო-სოციალური ე…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა