სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2¹. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.  ოჯახის შემადგენ¬ლობაში არ გაითვალისწინება: ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდე¬ბული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განა¬ჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი; ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში); ბ.დ) ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით ქვეყნის ფარგლებს გარეთ  წასუ¬ლი პირი; ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი; ბ.ვ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი; ბ.ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული. გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა განაწილებას; დ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოჯახის წევრები ანდობენ დაადასტუროს „ოჯახის დეკლარაციაში“ შესატანი მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა; ვ) ოჯახის დეკლარაცია (ან დეკლარაცია) – სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად, აგრეთვე, ინფორმაციას 0-18 წლამდე ბავშვ(ებ)ის შესახებ; ზ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებას; თ) ინტერვიუირება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ჩატარებული გამოკითხვა ოჯახის და ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ საჭირო ინფორმაციის დადგენის და/ან დაზუსტების მიზნით; ი) სოციალური მუშაკი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო) მეურვეობისა და მზრუნველობის სპეციალურად უფლებამოსილი პირი. კ) არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი – პირი, რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას: კ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; კ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; კ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი); კ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი); კ.ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი; კ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი); კ.ზ) ბავშვი; ლ) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი (არასრულწლოვანი პირი); მ) (ამოღებულია - 13.05.2022, №01-41/ნ); ნ) ელექტრონული სისტემა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემა.

2.ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 08.06.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის ბრძანება №01-41/ნ- ვებგვერდი, 16.0 4.2020წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 31.01.2024წ. თავი II. ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დადგენა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43733 (და…2 (და…331 (და…54132¹
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…ახალი კორონავირუსით (S…საჯარო სამართლის იურიდ…“მიზნობრივი სოციალური …დასაქმების ხელშეწყობის…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა