ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 10 (დანართი 1). სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

1¹.ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ.

1².ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება  საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მიღებული ხელფასი/შრომის ანაზღაურება.

1³.ოჯახის შემოსავლებში, როგორც ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, არ გაითვალისწინება „მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №193 განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაცემული კომპენსაცია.

1⁴.ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება 2024 წლის საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მიღებული ხელფასი.

1⁵.ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გაცემული ფულადი თანხა/კომპენსაცია/დახმარება.

1⁶.ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები.

1⁷.ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირ(ებ)ის მიერ ამავე კანონის შესაბამისად მიღებული ხელფასი/შემოსავალი.

1⁸.ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირებისთვის (ეკომიგრანტი) პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება.

1⁹.ოჯახის შემოსავლებში, როგორც ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, არ გაითვალისწინება ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურება. 1 ​ 10 . 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

1¹¹.ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეზე ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე სახელმწიფოსაგან ან/და ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან ან/და სხვა წყაროდან გაცემული სტიპენდია.

2.სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს  რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას  მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის  შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.

2¹.სააგენტო უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება, ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების შესახებ.

3.სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან არ არის გასული ერთი წელი.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ოჯახის თითოეულ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე, მიუხედავად იმისა, შეიცვლის თუ არა იგი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.

5.სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.

6.მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №267 – ვებგვერდი, 07.07.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის დადგენილება №133 – ვებგვერდი, 31.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №15 4 – ვებგვერდი, 2 1.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №238– ვებგვერდი, 16.09.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება № 230 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №465 – ვებგვერდი, 05.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №674 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №332 – ვებგვერდი, 29.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №442 – ვებგვერდი, 01.08.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 07.06.2023 წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 07.12.2023 წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №260 - ვებგვერდი, 12.08.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №431 - ვებგვერდი, 20.12.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51091241712¹ (…12 (დ…143154 (და…10 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსქვეყანაში სიღატაკის დო…“მიზნობრივი სოციალური …სოციალურად დაუცველი ოჯ…სოციალური დახმარების შ…ახალი კორონავირუსით (S…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა