1.დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი ეგზემპლარი; გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; დ) შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე; ე) შენობის შემთხვევაში − 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებით“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა ან ეროვნული პროგრამის დასტური, ხოლო 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე უფლებამოსილი ექსპერტების მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, ეროვნული პროგრამის დასტურის საფუძველზე, გარდა ამ დადგენილების 33 1 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი დასაბუთება უნდა წარედგინოს; ვ) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში − ამავე წესის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი დოკუმენტაცია. შენიშვნა: ექსპერტის მიმართ მოთხოვნები, ისევე, როგორც ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებული წესები განისაზღვრება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №353 - ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №285 – ვებგვერდი, 04.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
მუხლი 36. განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19 · ძალაშია 28 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
11 ივნ. 2022 – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
36-ე მუხლის ჩამონათვალს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის შემთხვევებში ითვალისწინებს №73 დადგენილების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ დოკუმენტაციას.
მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შენობის ენერგოეფექტურობის დადასტურება დაიყო ორ პერიოდად — 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით და მის შემდეგ, ეროვნული პროგრამის დასტურის გათვალისწინებით; შენიშვნა ექსპერტის მოთხოვნებს და ეროვნული პროგრამის წესებს მთავრობის დადგენილებას უკავშირებს.
- · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2021
36-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი ენერგოეფექტურობასთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასების შესახებ, გამონაკლისების შემთხვევაში დასაბუთების წარდგენის ვალდებულებით.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

