ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 18. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

2.სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.

3.ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

4.(ამოღებულია - 06.10.20, №14).

5.ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.

6.ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

7.ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების გათვალისწინებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. თავი IV ნორმატიული აქტის მოქმედება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 15 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 პუნქტი, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით წარდგენას ადგენდა, ამოღებულია; მე-6 პუნქტში ჩამონათვალის სასვენი ნიშანი შეიცვალა და მონაცემთა ნუსხა უცვლელია.

  2. მე-7 პუნქტში სიტყვის ან რიცხვის შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში პროექტი ახლა უნდა შეიცავდეს პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის სრულ რედაქციას; დანართის დასახელება და მხოლოდ სიტყვის ან რიცხვის შეცვლაზე მითითების ალტერნატივა ამოღებულია.

  3. მე-18 მუხლის მესამე–მეექვსე ნაწილებში ამოღებულია „დამატება“, ხოლო ცვლილების პროექტში მისათითებელი მონაცემები ახლა მოიცავს მაცნეს ვებგვერდს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202720¹23¹26¹1082831220262218
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ენის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა