Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 23¹

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 23¹. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველიოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა, გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, რომელიც მისთვის დოკუმენტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, გამოსაქვეყნებლად წარუდგენს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.

4.„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5.„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) თან უნდა ერთოდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

6.(ამოღებულია - 07.02.2025, №03 ). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის კანონი №243 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის კანონი №01 - ვებგვერდი, 21.01.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 14 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 მარ. 2025· გამოქვეყნდა 11 თებ. 2025

    მე-3 და მე-5 პუნქტებში მინისტრის აპარატი შეიცვალა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროთი, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტების ძველი ტექსტები ამოღებულია.

  2. 1 მარ. 2025· გამოქვეყნდა 21 იან. 2025
  3. 15 ოქტ. 2020

    პირველ პუნქტში წესის წყაროებად დასახელდა აფხაზეთის კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი და ეს კანონი, ხოლო მეორე, მე-4 და მე-5 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: 10-დღიანი ვადა, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დადებითი დასკვნა.

  4. 15 ოქტ. 2019· გამოქვეყნდა 21 აგვ. 2019
  5. 30 მაი. 2017

    მე-3 პუნქტში იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით წარდგენის წესი ახლა ვადებიანი პროცედურაა: 2 დღე მიმღები ორგანოსთვის და 3 დღე იუსტიციის დეპარტამენტისთვის.

  6. 8 აგვ. 2014

    23¹ მუხლში უმაღლესი საბჭოს კანონების გამოქვეყნებისთვის ცალკე წესია დადგენილი (ვებგვერდზე გამოქვეყნება განკარგულებით), ხოლო დანარჩენი აქტების მიმართ წარდგენის, 10-დღიანი ვადისა და დადებითი დასკვნის წესებიდან უმაღლესი საბჭოს აქტები გამონაკლისადაა გამოყოფილი.

  7. 25 ოქტ. 2011

    ახალი 23¹ მუხლი აწესებს აფხაზეთის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენის წესს, 10-დღიან ვადას და დეპარტამენტის დადებით დასკვნას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 23²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №11

  • 7 ცვლილება · ბოლო 11 თებ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 18ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
  • 10აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები
  • 11აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 27ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი
  • 4სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 26ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 20ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 83მიღებული კანონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა , ხელმოწერა და გამოქვეყნება
  • 82საკანონმდებლო აქტების მიღება
  • 88აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2720¹423²18101183828826201123¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026