ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის  მიერ შემუშავებული აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს (შემდეგში – იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო).

2.ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.

4.იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.

5.იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

6.იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს  ხელახალ სამართლებრივ დასკვნას. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ხელახალ სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს ასევე ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.

7.იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

8.ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის კანონი №243 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის კანონი №01 - ვებგვერდი, 21.01.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 14 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 თებ. 2025

    მე-5 პუნქტის გამონაკლისების მითითება ახლა უთითებს „ამ კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე“. მინისტრის აპარატის ნაცვლად დასკვნის გამცემ ორგანოდ ყველგან მითითებულია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.

  2. · გამოქვეყნდა 21 იან. 2025
  3. მე-6 პუნქტში ხელახალი დასკვნა სამართლებრივ დასკვნად დაკონკრეტდა. პუნქტს დაემატა წესი, რომ ხელახალი სამართლებრივი დასკვნა საჭიროა იმ აქტისთვისაც, რომელიც დასკვნის გაცემიდან 30 დღის შემდეგ წარმოდგენილა გამოსაქვეყნებლად.

  4. მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტები გამოირიცხა იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დასკვნის წესიდან; დაზუსტდა, რომ 10-დღიანი ვადა პროექტის დეპარტამენტისთვის გადაცემიდან იწყება.

  5. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტში ექსპერტიზის ობიექტად დასახელდა ნორმატიული აქტის პროექტი და დოკუმენტთა ფორმულირება გახდა მხოლობითი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
106³19271323¹23²3473151326617
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა