1.ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მომზადების, დადების, რატიფიცირების, გამოქვეყნების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით , ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით .
3.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული აქტების (გარდა კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტისა) მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.
4.კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მომზადების, დადების, რატიფიცირების, გამოქვეყნების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით , ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით .3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული აქტების (გარდა კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტისა) მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.4. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №15 · ძალაშია 13 მაი. 2016-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს საერთაშორი…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა