საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 42. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის შს ორგანოს თანამშრომლისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: – მადლობის გამოცხადება; – ფულადი პრემია; – მადლობის სიგელით დაჯილდოება; – შსს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; – მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; – ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა; – სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება. საქართველოს შს სამინისტროს სასწავლებლებში, ზემოაღნიშნული სახის წახალისების გარდა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი წახალისება: – სტიპენდიის მომატება; – კურსანტის ან მსმენელის დაჯილდოება სასწავლებლის გაშლილ დროშასთან გადაღებული ფოტოსურათით; – მშობლებისათვის მადლობის წერილის გაგზავნა; – სასწავლებლის განლაგებიდან რიგგარეშე თავისუფლად გასვლის ნებართვის მიღება. შს ორგანოებში 10, 15 და 20 წლის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობისათვის თანამშრომელი შეიძლება დააჯილდოვოს შს მინისტრმა შესაბამისად I, II და III ხარისხის მედლით „უმწიკვლო სამსახურისათვის“. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²11¹⁸15³209466 (და…3655781371942
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შინაგან სა…საქართველოს სახელმწიფო…შემოსავლების სამსახური…