სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14³². აღსრულების პოლიციელის წახალისება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის აღსრულების პოლიციელის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სიგელით დაჯილდოება; ე) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება; ზ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; თ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ი) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 14 33 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების შემთხვევაში); კ) დაწინაურება.

2.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის აღსრულების პოლიციელი შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.

3.აღსრულების პოლიციელი დაწინაურდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ მის თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

4.აღსრულების პოლიციელის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა.

5.წახალისებული აღსრულების პოლიციელი ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით.

6.აღსრულების პოლიციელის წახალისებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²¹14²⁸11¹⁸15³209463655781371914³²
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებდანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა