თავდაცვის კოდექსი

მუხლი 137. წახალისების საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წახალისების საფუძვლებია: ა) დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულება; ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება; გ) თანამებრძოლის დახმარება, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება; დ) სამეცნიერო საქმიანობაში, სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა; ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად ღირსეული საქციელის ჩადენა, რაც სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას იწვევს.

2.წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) საპატიო სიგელის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა; დ) ფულადი წახალისება; ე) მოკლევადიანი შვებულების მიცემა; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა.

3.მადლობის გამოცხადება და საპატიო სიგელის მიცემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ.

4.ფასიანი საჩუქრის ღირებულება 3 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფალი ბრუნვის საგანი არ არის.

5.მოკლევადიანი შვებულება 5 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

6.ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე.

7.წახალისების გამოყენების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წახალისების საფუძვლებია: ა) დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულება; ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება; გ) თანამებრძოლის დახმარება, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება; დ) სამეცნიერო საქმიანობაში, სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა; ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და  სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად ღირსეული საქციელის ჩადენა, რაც სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას იწვევს. 2. წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) საპატიო სიგელის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა; დ) ფულადი წახალისება; ე) მოკლევადიანი შვებულების მიცემა; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა. 3. მადლობის გამოცხადება და საპატიო სიგელის მიცემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ. 4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება 3 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფალი ბრუნვის საგანი არ არის. 5. მოკლევადიანი შვებულება 5 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 6. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე. 7. წახალისების გამოყენების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²11¹⁸15³209463659557813219137
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…პოლიციის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა