შს ორგანოს უფროსის უფლებას წახალისების ან დისციპლინური სასჯელის დადების დროს განსაზღვრავს შინაგან საქმეთა მინისტრი. თუ შს ორგანოს თანამშრომელი , უფროსის აზრით, იმსახურებს დასჯას ან წახალისებას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შუამდგომლობას. ზემდგომ უფროსს უფლება აქვს გააუქმოს ან შეამსუბუქოს ქვემდგომი უფროსის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელი ან დაადოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ ადრინდელი არ შეესაბამება ჩადენილი გადაცდომის სიმძიმეს. შსს საგამოძიებო აპარატის თანამშრომელს დისციპლინური სასჯელი დაედება იმ უფროსის მიერ, რომელსაც მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლება აქვს. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას დისციპლინური სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინური წესით. თავი 5 სამსახურის გავლის პირობები
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 46. უფროსის უფლება და მოვალეობა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადებისას
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

