საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 45. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

წახალისება და დისციპლინური სასჯელი გამოიყენება უშუალო უფროსის მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში. უშუალო უფროსად ითვლება ის უფროსი, რომელსაც სამსახურებრივად ემორჩილებიან შს ორგანოს თანამშრომლები. დასჯა და წახალისება ცხადდება ბრძანებით, შს ორგანოს თანამშრომელს სასჯელის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. დისციპლინური სასჯელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის გამოყენება. ბრძანება დისციპლინური სასჯელის შეფარდების შესახებ, მოტივების აღნიშვნით, თანამშრომელს გამოეცხადება ხელის მოწერით. დისციპლინური სასჯელი შს ორგანოს თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სასჯელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ. შს ორგანოს თანამშრომლის გადაადგილება დაბალ თანამდებობაზე ხდება ამ დებულების მე-12 და 44-ე მუხლების საფუძველზე. დისციპლინური სასჯელის წესით წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებული სპეციალური წოდების აღდგენა შეიძლება ამ დებულების 42-ე მუხლის საფუძველზე. დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომლის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 აპრილის ბრძანებულება  №286 - სსმ III, №62, 02.05.2006წ., მუხ.789 საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის ბრძანებულება  №333 - სსმ III, №73, 01.06.2006წ., მუხ.905

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    დათხოვნის შესახებ ორი ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანებებს, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი აქტის გამოცემისას ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსამსახურის შვებულებაში ყოფნა და მისი სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ ასევე მიუთითა ერთი გადაცდომის გამო განსხვავებული შინაარსის ორი ბრძანების გამოცემის გაურკვეველ საფუძველზე. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც ბრძანებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა და მოსარჩელეს განაცდური აუნაზღაურდა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით ერთი და იმავე გადაცდომისთვის ორჯერ დასჯა დადგენილი არ იყო. ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ადრინდელი დისციპლინური ბრძანების თარიღი, რეგისტრაცია და მისი თანმიმდევრობა სადავო ბრძანებასთან მიმართებით. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შინაგან საქმეთა ორგანოების ბრძანებების ბათილად ცნობა და გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენა

    დავა ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შემდგომ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს მისი გამოცემისას მოქმედი ნორმებით, ხოლო სარჩელის ვადის საკითხი — იმ დროს მოქმედი წესით. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია თანამდებობიდან გათავისუფლების ორი ბრძანება და უარი თქვა გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენაზე. სამსახურიდან დათხოვნის შემდგომი ბრძანების ბათილად ცნობა უცვლელი დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა

    მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავი საფუძვლები და დაადგინა, რომ არც ერთი მათგანი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სამსახურებრივი შემოწმების დასკვნისა და პატრულ-ინსპექტორთა დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა

    პატრულ-ინსპექტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნისა და მათი დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და ახალი აქტის გამოცემა დაავალა, ხოლო დასკვნის გასაჩივრების ნაწილში სარჩელი დაუშვებლად ცნო. სააპელაციო სასამართლომ ბრძანებასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და დაუშვებლად ცნო.

  • განსჯადობა / პროცესუალური (T3)

    სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა

    დავა შეეხებოდა აჭარის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შტატების შემცირების საფუძვლით დათხოვნის მართლზომიერების შესამოწმებლად აუცილებელია რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ საშტატო ერთეულების რაოდენობის დადგენა. მოხსნილად მიჩნეული დისციპლინური სახდელები მოთხოვნაზე უარის საფუძველს არ ქმნიდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადასცა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²11¹⁸11²¹15³910467 (და…4¹ (დ…4 (და…363345
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო პოლიციის თანა…საქართველოს სახელმწიფო…შემოსავლების სამსახური…საქართველოს შინაგან სა…დანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო დაცვის სპეც…