Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 17

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 17. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალ თანამდებობაზე − დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, მოსამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) მის მიერ დაკავებული თანამდებობის თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

2.მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

3.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება.

4.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

5.მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას.

6.მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.

7.ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალ თანამდებობაზე − დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, მოსამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) მის მიერ დაკავებული თანამდებობის თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. 2. მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს. 3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება. 4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. 5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას. 6. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 18სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება
  • 15სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁶მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

თავდაცვის კოდექსი

  • 83თანამდებობრივი გადაადგილება
  • 85თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 30¹სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა
  • 32მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი
  • 31მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები
  • 48მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა
  • 53მოსამსახურის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 47მოხელის გადაყვანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁶30¹3231475248538385181517
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026