1.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო.
2.ექსტრადიცია არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც, პირის არასრულწლოვანებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ქმედების ბუნების და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ინტერესების მხედველობაში მიღებით ითვლება, რომ ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტებს.
3.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.
4.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს ან პირს შეიძლება მიესაჯოს სასჯელი სპეციალური სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ.
4¹.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს.
5.ექსტრადიცია არ განხორციელდება აგრეთვე საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო.2. ექსტრადიცია არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც, პირის არასრულწლოვანებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ქმედების ბუნების და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ინტერესების მხედველობაში მიღებით ითვლება, რომ ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტებს.3. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.4. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს ან პირს შეიძლება მიესაჯოს სასჯელი სპეციალური სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ.4 1 . ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს.5. ექსტრადიცია არ განხორციელდება აგრეთვე საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში.საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 24 ივნ. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს მოქალაქეებ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა