სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 33. გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე.

2.პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით.

3.პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4.შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება.

5.საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. 2. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით. 3. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება. 5. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
402429621¹²⁴283¹1414¹34485657³33
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა