საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 21. დამატებითი დაცვიდან გამორიცხვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დამატებითი დაცვიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ; ბ) მან საქართველოში დამატებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; დ) იგი საფრთხეს შეუქმნის: დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში.

3.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შეიძლება დამატებითი დაცვიდან გამოირიცხოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ამასთანავე, თუ მან წარმოშობის ქვეყანა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი აერიდებინა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²31¹165⁷295154¹5973¹1949535424201821
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა