Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 30

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 30. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101111¹11²11³11⁴11⁵1213

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება.

2.პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავების შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას აუცილებელია უცხო სახელმწიფომ წარმოადგინოს ამ კანონის 14 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3.უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე ამის თაობაზე უნდა ეცნობოს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამის პროკურორს, რომელიც პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით.

4.უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები.

5.მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს.

6.საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

8.საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალოს ან გაუქმდეს უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლებით დადგენილი წესები საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით.

10.უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

11.უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით უცხო სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული), არ გამოირიცხება ამ პირის მიმართ საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/ხელახლა გამოყენება.

11¹.თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ და უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება ან გამოყენებული იყო სხვა აღკვეთის ღონისძიება ან საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც გაუქმდა ან აღკვეთის სხვა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალა და არ არის ამოწურული საექსტრადიციო პატიმრობის 9-თვიანი ვადა და პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემისთვის (ეტაპირებისთვის) საჭირო ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად ამ სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული, ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით შესაძლებელია ამ პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე.

11².ამ მუხლის 11 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორი  ამ პირის დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახლა გამოყენების ან გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ. სასამართლო ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხზე მსჯელობის გარეშე, შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

11³.ამ მუხლის 11 2 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს მხოლოდ იმას, არსებობს თუ არა ამ მუხლის 11 1 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

11⁴.ამ მუხლის 11 1 –11 3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა (ეტაპირება) დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მისი გასაჩივრების შემთხვევაში − სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

11⁵.თუ უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − გირაო ამ მუხლის 11 2 და 11 3 პუნქტებით დადგენილი წესით საექსტრადიციო პატიმრობით შეიცვალა, ამ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება.

12.ამ მუხლის მე-11 და 11 2 −11 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

13.უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №429 – ვებგვერდი, 13.04.2021წ..

რედაქციების შედარება

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება. 2. პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავების შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას აუცილებელია უცხო სახელმწიფომ წარმოადგინოს ამ კანონის 14 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 3. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე ამის თაობაზე უნდა ეცნობოს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესოამის ხელმძღვანელობისშესახებ განმახორციელებელშესაბამისი შესაბამისრაიონის პროკურორს, რომელიც პირის დაკავებიდან 48 საათისსაათში განმავლობაშიშუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით. 4.2. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, −– საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. 5.3. მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. 6.4. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმიექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტესარა უმეტეს ორჯერ. 7.5. ამ მუხლის მე-6მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილიგათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 8. საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალოს ან გაუქმდეს უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლებით დადგენილი წესები საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების5 გათვალისწინებით.1 10.. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზეშესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 11.5 უცხო2 სახელმწიფოში. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების,შემთხვევაში მათარ შორის,გამოირიცხება ექსტრადიციისსასამართლო შესახებგადაწყვეტილების ბრძანებისსაფუძველზე, აღსრულებისექსტრადიციის (ეტაპირების),განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, არ გამოირიცხება საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილებისმის საფუძველზემიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ხელახლა გამოყენებისას პირის საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 13. უცხო სახელმწიფოში6. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატიმრობის ადგილიდან გაქცევა (მუხლი 379)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსტრადიციის დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 206საქართველოს სისხლი… 207საქართველოს სისხლი… 206საქართველოს სისხლი… 207მუხლი 14¹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 198მუხლი 34²მუხლი 36მუხლი 32მუხლი 34¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34²პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია
  • 14პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიცია
  • 7¹საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა
  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა
  • 64საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 23პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით
  • 40პატიმრობაში მყოფი პირის დროებითი გადაცემა
  • 17საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20620720620719834²14¹363234¹147¹57¹57³2430
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025