Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 34

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 34. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციასაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლივიზაზე უარიდეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²78910111213141516

1.ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან საქართველოს პროკურატურა განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით.

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან საჭიროების შემთხვევაში მიმართონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით.

3.თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას.

5.საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.

6.საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზედაც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს.

6¹.საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.

6².მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად.

8.მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ.

9.ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით.

10.ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.

11.პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

12.ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე 5 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

13.თუ შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

14.სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

15.ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 4 1 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

16.პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით. 3. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას. 5. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს. 6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზედაც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს. 6 1 . საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. 6 2 . მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება.სასამართლოს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად. 8. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ. 9. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით. 10. ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 11. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი გამოცხადებიდანმიღებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 12. ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე 5 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 13. თუ შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 14. სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის სასამართლოს მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზემასზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.შესახებ. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 4 1 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. 16. პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 34¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ექსტრადიციის დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსტრადიციის სმენის წარმოდგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 29

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 31დამატებითი ინფორმაცია
  • 36ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა
  • 15პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 71საქართველოს პროკურატურა
  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹²⁴უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი
  • 21¹²³უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 80საქართველოს პროკურატურა
  • 55სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 53უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 52უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²²21¹²⁴21¹²³2934²31361553527124805534
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025