Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 44

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 44. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.შუამდგომლობის/განცხადების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ცნობას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ ადგენს შუამდგომლობას იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის განხილვის პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

4.მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებულის გადაცემა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

5.მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს/განმცხადებელს შუამდგომლობის/ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6.მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის.

7.თუ გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა, ან მსჯავრდებულს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული.

8.თუ განაჩენი გაუქმდა და ხელახლა დაიწყო საქმის გამოძიება ან სასამართლო განხილვა, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სათანადო შუამდგომლობის აღძვრის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს უგზავნის იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3138 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

რედაქციების შედარება

1. შუამდგომლობის/განცხადების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ცნობას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ ადგენს შუამდგომლობას იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის განხილვის პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებულის გადაცემა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 5. მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს/განმცხადებელს შუამდგომლობის/ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 6. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისასასჯელაღსრულების, პრობაციისა და პრობაციისიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის. 7. თუ გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა, ან მსჯავრდებულს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. 8. თუ განაჩენი გაუქმდა და ხელახლა დაიწყო საქმის გამოძიება ან სასამართლო განხილვა, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სათანადო შუამდგომლობის აღძვრის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს უგზავნის იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 45უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა
  • 43ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით
  • 46მსჯავრდებულის ტრანზიტით გადაყვანა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹³³საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 20გადაცემის სამართლებრივი საფუძველი
  • 24პატიმრობა გადაცემის მიზნით
  • 23პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20242321¹²²21¹³³290283¹28943454641¹44
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025