Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 45

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 45. უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:განქორწინება და განშორებასამუშაო ნებართვებიდოკუმენტების შესაბამისობაკორპორაციული მიგრაციამემკვიდრეობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.

2.დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს; გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

4.თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე ადგენს პირველად შუამდგომლობას მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების მოწოდების თხოვნას და არ წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ.

5.თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს.

6.საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს.

7.მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი.

8.უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს/შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს.

9.თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით.

10.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოდან მიღებული განჩინების ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების ასლს უნდა დაერთოს შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ.

11.თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს მსჯავრდებულის გადმოცემის სურვილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს.

12.საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის პენიტენციურ სამსახურს.

13.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3138 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

რედაქციების შედარება

1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. 2. დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს; გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 4. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე ადგენს პირველად შუამდგომლობას მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების მოწოდების თხოვნას და არ წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ. 5. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს. 6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისასასჯელაღსრულების, პრობაციისა და პრობაციისიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 7. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი. 8. უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს/შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. 9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოდან მიღებული განჩინების ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების ასლს უნდა დაერთოს შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ. 11. თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს მსჯავრდებულის გადმოცემის სურვილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს. 12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულებისასასჯელაღსრულების, პრობაციისა და პრობაციისიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისასასჯელაღსრულების, პრობაციისა და პრობაციისიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრანსსასაზღვრო განქორწინება10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო მემკვიდრეობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა კორპორატიული ტრანსფერის დროს4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აპოსტილის მომსახურებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 289საქართველოს სისხლი… 289მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა
  • 43ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით
  • 15პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³³საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ
  • 21¹³⁴უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 5უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები
  • 6უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 20გადაცემის სამართლებრივი საფუძველი

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2021¹³³21¹³⁴28928929062434415565245
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…უცხოეთში მცხოვრები თან…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025