Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 43

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 43. ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვავალის ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იქნენ უცხო სახელმწიფოში, უფლება აქვთ, მოითხოვონ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანა.

2.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის მოქალაქეც იგი არის.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ.

4.საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემის ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5.მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხების განხილვისათვის და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

6.მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

7.მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული/იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის სასამართლოს განაჩენის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება.

8.მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოიპოვებს შემდეგ დოკუმენტებს: ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო განაჩენის დამოწმებულ ასლს; ბ) დოკუმენტს სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; გ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შესახებ; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტს, რომლის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ზ) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, – მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას გადაცემაზე (გადმოცემაზე), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას; თ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ი) მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს; კ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრებებს მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის შესახებ.

9.მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ: ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას (გადმოცემას), ქმედება, რომლისთვისაც მსჯავრდებულია პირი, არ არის დანაშაული ან არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით; ბ) არ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევაში საქართველო და შესაბამისი უცხო სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოცემაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია; დ) მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე.

10.მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ დაკმაყო-ფილდეს, თუ: ა) მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს; ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია; გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება; დ) დაინტერესებულმა პირებმა უარი თქვეს მსჯავრდებულის გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3956 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3138 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6843 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

რედაქციების შედარება

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იქნენ უცხო სახელმწიფოში, უფლება აქვთ, მოითხოვონ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანა. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის მოქალაქეც იგი არის. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისასასჯელაღსრულების, პრობაციისა და პრობაციისიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ. 4. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემის ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 5. მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხების განხილვისათვის და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 6. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 7. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული/იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის სასამართლოს განაჩენის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. 8. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოიპოვებს შემდეგ დოკუმენტებს: ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო განაჩენის დამოწმებულ ასლს; ბ) დოკუმენტს სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; გ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შესახებ; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტს, რომლის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ზ) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, – მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას გადაცემაზე (გადმოცემაზე), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას; თ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ი) მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის თაობაზე. 9. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ: ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას (გადმოცემას), ქმედება, რომლისთვისაც მსჯავრდებულია პირი, არ არის დანაშაული ან არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით; ბ) არ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევაში საქართველო და შესაბამისი უცხო სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოცემაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია; დ) მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე. 10. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ დაკმაყო-ფილდეს, თუ: ა) მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს; ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია; გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება; დ) დაინტერესებულმა პირებმა უარი თქვეს მსჯავრდებულის გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქვეყნის შემცირების მოტივი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
6
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 45მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა
  • 45უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა
  • 49საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 24პატიმრობა გადაცემის მიზნით
  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება
  • 40პატიმრობაში მყოფი პირის დროებითი გადაცემა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 6დამნაშავის გადაცემა და ექსტრადიცია

პენიტენციური კოდექსი

  • 52თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი
  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2446406283¹28945444957³5241¹43
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025