Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 290

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 290. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ექსტრადიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების თაობაზე.

2.შუამდგომლობას 3 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

3.განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.

4.შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის.

5.განჩინება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6.პროკურორი უფლებამოსილია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების თაობაზე. 2. შუამდგომლობას 3 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. 3. განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. 4. შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის. 5. განჩინება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. 6. პროკურორი უფლებამოსილია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №98 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 289შემდეგი მუხლი 291

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამართლებრივი ურთიერთდახმარება სისხლის სამართლის საქმეებზესერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 50უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) ზოგადი პროცედურა
  • 47საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)
  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹²³უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი
  • 21¹³³საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 63სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება
  • 68უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა
  • 71გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²²21¹²³21¹³³289283¹63687150474457¹290
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო კერძო სამ…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026