Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹²²

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹²². უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ან იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2.მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელია, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უცხოელს ეგზავნება შესაბამისი საქმის მასალები. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის ვადაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები.

4.მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაჰკითხოს პირი, აგრეთვე შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.

5.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ განკარგულება და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) უცხოელისთვის დაკისრებული, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში შესასრულებელი ვალდებულება; თ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი საქართველოს ნებაყოფლობით არ დატოვებს; ი) სახელმწიფო, სადაც უცხოელი უნდა იქნეს გაძევებული; კ) ბრძანების გასაჩივრების წესი; ლ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

6.უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაში აღინიშნება უცხოელის ვინაობა, ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“−„გ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

7.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ მოსამართლის ბრძანებას არ ასაჩივრებს.

8.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას აჩერებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 21¹²¹შემდეგი მუხლი 21¹²³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაციის) გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21⁸⁴მუხლი 21¹²³მუხლი 21¹²⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁴უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი
  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²³უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 53უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 52უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება
  • 57უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი
  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა
  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
380¹47²21¹²³21⁸⁴21¹²⁷21¹²⁴21¹²⁵31¹307¹344453525721¹²²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026