Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებმუხლი 2

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 2. ზოგადი განათლების სისტემის აღწერა

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019
თემები:საერთაშორისო განათლებასასწავლო პროგრამასაგანმანათლებლო ტრანზაქციებიუმაღლესი განათლებასტუდენტის უფლებებისაგანმანათლებლო ტექნოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ზოგადი განათლების დაწყების ასაკია 5 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები.

2.სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებით ი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი) . ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სწავლა სავალდებულოა. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა , საბაზო საფეხურის დაძლევამდე.

3.ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

4.ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

5.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი.

6.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად დაწესებულებას სჭირდება ავტორიზაცია.

7.ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო , ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით.

8.ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

9.ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და პლურალისტური.

10.ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვ ს ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.

11.მოსწავლეს უფლება აქვს , გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

12.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

13.საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, სწავლა გააგრძელოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1 . ზოგადი განათლების დაწყების ასაკია 5 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები. 2. სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებით ი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი) . ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სწავლა სავალდებულოა. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა , საბაზო საფეხურის დაძლევამდე. 3 . ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად დაწესებულებას სჭირდება ავტორიზაცია. 7. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო , ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. 8. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. 9 . ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და პლურალისტური. 10. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვ ს ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. 11. მოსწავლეს უფლება აქვს , გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 12. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 13. საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, სწავლა გააგრძელოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 აპრ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 აპრ. 2019
  2. 10 ივლ. 2015
  3. 24 ოქტ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 აპრ. 2019 · №46

  • 3 ცვლილება · ბოლო 12 აპრ. 2019
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)პროფესიული განათლების სისტემა
  • 1არსი და შემუშავების მიზნები

ზოგადი განათლების შესახებ

  • 9ზოგადი განათლების მიღების უფლება
  • 6ზოგადი განათლება
  • 22სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 35ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 132ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადი განათლება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 27განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 7პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 20სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების შემადგენლობა
  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9622272 (და…120373521322
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…აჭარის ავტონომიურ რესპ…ბავშვის უფლებათა კოდექ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…ეროვნული საკვალიფიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 აპრ. 2019 · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026