ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. არსი და შემუშავების მიზნები

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო არის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი, რომელშიც სისტემატიზებულია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციები.

2.ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის კვალიფიკაცია არის ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურების პროგრამების დაძლევით მიღწეული სწავლის შედეგი, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით.

3.სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაცია არის ზოგადი განათლების სამივე საფეხურის პროგრამების დაძლევით მიღწეული სწავლის შედეგი, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით.

4.ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიზანია: ა) ზოგადი განათლების კომპეტენციებსა და ქვეყნის განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურის კომპეტენციებს შორის ურთიერთკავშირის აღწერა; ბ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე სისტემების მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; გ) საერთაშორისო დონეზე თავსებადობისა და შესადარობის უზრუნველყოფა განათლების მიღებისა თუ კვალიფიკაციათა აღიარების პროცესის გასამარტივებლად; დ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო არის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი, რომელშიც სისტემატიზებულია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციები. 2. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის კვალიფიკაცია არის ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურების პროგრამების დაძლევით მიღწეული სწავლის შედეგი, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით. 3. სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაცია არის ზოგადი განათლების სამივე საფეხურის პროგრამების დაძლევით მიღწეული სწავლის შედეგი, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით. 4. ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიზანია: ა) ზოგადი განათლების კომპეტენციებსა და ქვეყნის განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურის კომპეტენციებს შორის ურთიერთკავშირის აღწერა; ბ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე სისტემების მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; გ) საერთაშორისო დონეზე თავსებადობისა და შესადარობის უზრუნველყოფა განათლების მიღებისა თუ კვალიფიკაციათა აღიარების პროცესის გასამარტივებლად; დ) მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 აპრ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63924²2¹71 (და…31 (და…61621
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საკვალიფიკაცი…განათლების ხარისხის გა…აჭარის ავტონომიურ რესპ…ზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა