Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებმუხლი 3

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 3. კვალიფიკაციათა აღმწერი

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა აღმწერი განსაზღვრავს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგებს ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე: ა) ცოდნა და გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გ) დასკვნის უნარი; დ) კომუნიკაციის უნარი; ე) სწავლის უნარი; ვ) ღირებულებები.

2.კვალიფიკაციათა აღმწერი ერთმანეთისაგან განასხვავებს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციებს და უზრუნველყოფს მათ შორის ლოგიკურ კავშირს.

3.ზოგადი განათლების საფეხურები, სწავლის შედეგების მიხედვით, აღწერილია იერარქიულად. ზოგადი განათლების ყოველ მომდევნო საფეხურზე წინა საფეხურის სწავლის შედეგების საფუძველზე მიიღწევა დამატებითი სწავლის შედეგები.

4.ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – ძირითად მეცნიერებათა საფუძვლების საბაზო ცოდნა. ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად; გ) დასკვნის უნარი – პრაქტიკული და შემეცნებითი უნარების გამოყენებით ყოფითი მარტივი პრობლემების გააზრება და მათ შორის კავშირების დადგენა; დ) კომუნიკაციის უნარი – ყოფით მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყე ნე ბით საჭირო ინფორმაციის მოძიება, ასევე უცხოურ ენაზე აზრის გაგება და გადაცემა; ე) სწავლის უნარი – სიცოცხლის განმავლობაში (უწყვეტი) სწავლის მნიშვნელობის გააზრება და შემდგომი სწავლის შესახებ არჩევანის გაკეთება; ვ) ღირებულებები – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.

5.სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ცოდნა და გაცნობიერება – ძირითადი მეცნიერებებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და კონცეფციების ცოდნა, გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომ ის შეფასება, სათანადო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევა; გ) დასკვნის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში წა რ მოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი; დ) კომუნიკაციის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ზოგად საკითხებზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, უცხოური ენის პრაქტიკულად გამოყენება; ე) სწავლის უნარი – წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება; ვ) ღირებულებები – განსხვავებულ სიტუაციებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესაბამისად მოქმედება. დანართი №2 პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა აღმწერი განსაზღვრავს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგებს ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე: ა) ცოდნა და გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გ) დასკვნის უნარი; დ) კომუნიკაციის უნარი; ე) სწავლის უნარი; ვ) ღირებულებები. 2. კვალიფიკაციათა აღმწერი ერთმანეთისაგან განასხვავებს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციებს და უზრუნველყოფს მათ შორის ლოგიკურ კავშირს. 3. ზოგადი განათლების საფეხურები, სწავლის შედეგების მიხედვით, აღწერილია იერარქიულად. ზოგადი განათლების ყოველ მომდევნო საფეხურზე წინა საფეხურის სწავლის შედეგების საფუძველზე მიიღწევა დამატებითი სწავლის შედეგები. 4. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – ძირითად მეცნიერებათა საფუძვლების საბაზო ცოდნა. ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად; გ) დასკვნის უნარი – პრაქტიკული და შემეცნებითი უნარების გამოყენებით ყოფითი მარტივი პრობლემების გააზრება და მათ შორის კავშირების დადგენა; დ) კომუნიკაციის უნარი – ყოფით მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყე ნე ბით საჭირო ინფორმაციის მოძიება, ასევე უცხოურ ენაზე აზრის გაგება და გადაცემა; ე) სწავლის უნარი – სიცოცხლის განმავლობაში (უწყვეტი) სწავლის მნიშვნელობის გააზრება და შემდგომი სწავლის შესახებ არჩევანის გაკეთება; ვ) ღირებულებები – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება. 5. სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ცოდნა და გაცნობიერება – ძირითადი მეცნიერებებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და კონცეფციების ცოდნა, გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომ ის შეფასება, სათანადო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევა; გ) დასკვნის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში წა რ მოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი; დ) კომუნიკაციის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ზოგად საკითხებზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, უცხოური ენის პრაქტიკულად გამოყენება; ე) სწავლის უნარი – წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება; ვ) ღირებულებები – განსხვავებულ სიტუაციებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესაბამისად მოქმედება. დანართი №2 პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 ივლ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 1 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 აპრ. 2019 · №46

  • 1 ცვლილება · ბოლო 10 ივლ. 2015
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 2)კვალიფიკაციათა
  • 3 (დანართი 1)კვალიფიკაციათა
  • 1არსი და შემუშავების მიზნები

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 16სწავლის შედეგების დადასტურება
  • 6პროფესიული განათლება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 6ზოგადი განათლება
  • 9ზოგადი განათლების მიღების უფლება
  • 21²მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 2¹ტერმინთა განმარტება
  • 24²ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 50¹ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6921²50¹2¹24²3 (და…3 (და…116623
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საკვალიფიკაცი…აჭარის ავტონომიურ რესპ…პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…განათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 აპრ. 2019 · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026