ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 35. ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება.

2.სახელმწიფო უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით.

3.ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით სახელმწიფომ განათლების ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით უნდა უზრუნველყოს: ა) ბავშვისთვის უფასო, ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად; ბ) ბავშვისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით; გ) განათლების სისტემის, საფეხურების, ფორმებისა და პროცედურების და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა; დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის სკოლაში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების პრევენციისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) განათლების ყველა საფეხურზე ბავშვის მონაწილეობის უფლების რეალიზება როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მიღებისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
972728231741015368735
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ზოგადი განათლების შესა…კონვენცია ბავშვის უფლე…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა