საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 36¹. პატენტის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.

2.პატენტის გაცემამდე საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებს (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) შესათანხმებლად განმცხადებელს უგზავნის.

3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ წარმოადგენს, საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმუ­ლისა და ნახაზების (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერი­ლობაში) საფუძველზე.

4.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატების ან/და ცვლილების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მაი. 2000 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  2. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    დაემატა პატენტის გაცემის წესი: დადებითი გადაწყვეტილება, მასალების შეთანხმება და 2-თვიანი ვადა განმცხადებლის პოზიციისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹32331511192729381316 (დ…36¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …ცხოველთა და მცენარეთა …დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…პატენტით დაცული გამოგო…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა