საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 8. განაცხადის ექსპერტიზა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილინინო ლიპარტიანინო ბაზიკოშვილი

1.განაცხადის ექსპერტიზას ატარებს საქპატენტი.

2.საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა. ხარვეზისამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

4.თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ ან ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

5.განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, მისი ექსპერტიზის ჩატარების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების, განხილვის ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის, განაცხადის მასალების გამოქვეყნების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილად ცნობის, აგრეთვე რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.

6.თუ განაცხადი უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ეხება, საქპატენტი ამოწმებს მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3242¹31¹12121417162413791058
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებცხოველთა და მცენარეთა …ინტეგრალური მიკროსქემი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა