Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 13

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 13. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023
თემები:ზონირება და მიწის გამოყენება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.განმცხადებელი უფლებამოსილია ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში.

2.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში.

3.საქპატენტის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში.

4.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად − სასამართლოს ან საქპატენტის სააპელაციო პალატას, თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა: ა) ამ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს; ბ) ხელს შეუშლის იდენტური ან ნაწილობრივ იდენტური დასახელების ან სასაქონლო ნიშნის არსებობას ან იმ საქონლის არსებობას, რომელიც კანონიერად იყო ჩართული სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებული ბაზარზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღემდე არაუგვიანეს 5 წლისა; გ) სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის, ცნობადობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მომხმარებელს შესაბამისი საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას შეუქმნის; დ) გვარეობით ცნებად არის მიჩნეული; ე) მცენარის ჯიშის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას; ვ) სრულად ან ნაწილობრივ არის რეესტრში შეტანილი დასახელების ომონიმი და საკმარისად არ განსხვავდება ამ დასახელების ადგილობრივი და ტრადიციული გამოყენებისგან, რითაც მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას შეუქმნის. ომონიმური დასახელება, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, არ რეგისტრირდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ტერიტორიის, რეგიონის ან საქონლის წარმოშობის ფაქტობრივი ადგილის დასახელებაა; ზ) საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადები განმცხადებლისთვის აითვლება მისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან, ხოლო ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის − განაცხადის მასალების ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.

6.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ზონირების გადაწყვეტილების გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 6მუხლი 8მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა
  • 30გარდამავალი დებულებები
  • 11გამოქვეყნება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 29მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 16ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 40³საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 28²მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 21სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

დიზაინის შესახებ

  • 20სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁹³მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 28გადაწყვეტილების გასაჩივრება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 88გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40³1621⁹³292828²208821118693013
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საჯარო რეესტრის შესახე…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …უძრავ ნივთებზე უფლებათ…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023