ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 30

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ. ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, აღწერილობა და სხვა მონაცემები „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და გასცემს მოწმობას, რომელიც სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტია.

2.ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება: ა) ახალი ჯიშის გვარი და სახეობა; ბ) ახალი ჯიშის დასახელება; გ) ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება; დ) სელექციონერის სახელი და მისამართი; ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

3.ცხოველის/მცენარის ახალ ჯიშზე გაცემული მოწმობის ფორმას ადგენს „საქპატენტი“.

4.„საქპატენტი“ ოფიციალურ ბიულეტენში აქვეყნებს: ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გვარსა და სახეობას, ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობასა და ფოტოგამოსახულებას, სელექციონერის სახელსა და მისამართს, რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს.

5.ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დადგენილი წესით გაეცნოს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
401812112562925 (და…5121630
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …ინტეგრალური მიკროსქემი…შინაურ ბინადარ ცხოველთ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …სავალდებულო სერტიფიცირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა