ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

მუხლი 12. განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ვახტანგ ბარამაშვილინინო ლიპარტია

1.„საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შედეგადაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის თაობაზე.

2.„საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3.თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის შესახებ.

4.ტოპოლოგიის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, „საქპატენტი“ აწარმოებს ტოპოლოგიის რეგისტრაციას „ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიების რეესტრში“, გასცემს მოწმობას და აქვეყნებს მონაცემებს „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.

5.მონაცემების გამოქვეყნებამდე განმცხადებელს უფლება აქვს „საქპატენტის“ მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შეავსოს, დააზუსტოს და შეასწოროს განაცხადის მასალები.

6.განაცხადის განხილვისას „საქპატენტს“ შეუძლია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა და განაცხადში ცვლილებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მისი განხილვა.

7.განაცხადის ექსპერტიზასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3234121311131416242325812
მნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებინტეგრალური მიკროსქემი…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა