Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებმუხლი 31

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 31

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია სხვა ქვეყანაში, ცხოველის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.

2.თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, მცენარის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.

3.თუ საქპატენტში შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომლის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდა უკვე ჩაატარა გამოცდის ჩამტარებელმა პირმა და გასცა დადებითი დასკვნა, ამ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესა და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.

4.თუ ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული განაცხადები აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ, მონაცემები შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში, გასცემს მოწმობას და რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში. საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 17 ოქტ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 ოქტ. 2022 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 17 ოქტ. 2022
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 19
  • 22
  • 28

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 11განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა
  • 12განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 4საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 42¹გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა
  • 74საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹74912111219222824831
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …საქონლის ადგილწარმოშობ…ინტეგრალური მიკროსქემი…სავალდებულო სერტიფიცირ…საქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 ოქტ. 2022 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026