ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განმცხადებელს დროებით ენიჭება სელექციონერის იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭებოდა რეგისტრაციის შემთხვევაში. თუ მესამე პირმა ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განახორციელა ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებს სელექციონერის თანხმობას, სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება მხოლოდ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შემდეგ. თავი V. სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები და მოვალეობები
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
მუხლი 32
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

