ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სელექციონერის უფლების მინიჭება აგრეთვე შესაძლებელია მცენარის იმ ჯიშისათვის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის აღარ არის ახალი, იმ პირობით, რომ განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილია ამ კანონის ამოქმედების დღიდან ერთი წლის განმავლობაში და დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა: ა) მცენარის ჯიში შეტანილი იყო ვაჭრობისათვის დაშვებულ მცენარეთა ეროვნულ კატალოგში; ბ) კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში მცენარის ჯიში დაცული იყო სელექციონერის უფლებით, ან კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში წარდგენილი იყო განაცხადი და ამ განაცხადის წარდგენას მოჰყვა სელექციონერის უფლების მინიჭება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სელექციონერის უფლების მოქმედების ვადა აითვლება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კატალოგში შეტანის დღიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სელექციონერის უფლების მინიჭების დღიდან. შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული უნდა იყოს ამ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღი.

4.თუ სელექციონერის უფლება მინიჭებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია გასცეს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია გონივრული პირობებით, რათა მესამე პირმა შეძლოს გააგრძელოს მცენარის ჯიშის გამოყენება, რაც მას კეთილსინდისიერად ჰქონდა დაწყებული სელექციონერის მიერ განაცხადის „საქპატენტში“ შეტანამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 ოქტ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
122926¹¹26¹⁰1822333715⁸24112
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …სავალდებულო სერტიფიცირ…საქართველოს საპატენტო …საქართველოს „წითელი ნუ…ინოვაციების შესახებლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა