მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1). საკონტროლო შესყიდვის პროცედურა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას შესაძლებელია პროცედურის განხორციელება შეწყდეს შეთავაზებით, თუ ამ ეტაპზე საქონლის/მომსახურების ფასი დადგენილია ან/და მოპოვებულია შესაბამისი მტკიცებულებები.

2.საკონტროლო შესყიდვა შეიძლება დასრულდეს შეთავაზებით, თუ: ა) მიღებულია ბე (ავანსი); ბ) გამოწერილია ანგარიში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები; გ) გაფორმებულია ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი საქონლის განვადებით, ნასყიდობით ან სხვა სახით გასხვისების შესახებ; დ) პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით განხორციელდა სხვა პირისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდება (ფასის დაფიქსირებით) და შესაძლებელია ამ ფაქტზე ოქმის შედგენა სათანადო ფორმით.

3.საკონტროლო შესყიდვა ხორციელდება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის მოცულობის ფარგლებში.

4.თუ პროცედურის ჩატარებისას გამოირკვევა, რომ საკონტროლო შესყიდვისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხა არ არის საკმარისი საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს შეუძლია: ა) შეწყვიტოს პროცედურა; ბ) დაასრულოს პროცედურა შეთავაზებით; გ) საკუთარი სახსრებით შეავსოს თანხის დანაკლისი და დაასრულოს ოპერაცია.

5.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (ფსევდომომხმარებლის) მიერ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული საქონლის დაბრუნებაზე გამყიდველის მხრიდან უარის თქმის საფუძველი, როგორიც შეიძლება იყოს: შეფუთვის დაზიანება, საქონლის სარეალიზაციო სახის შეცვლა, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან გამოტანა.

6.საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შეკვეთის (ადგილზე მიტანის, გამოძახების) ფორმით.

7.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებმოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁷2586411 (დ…14 (დ…15 (დ…23293045287612 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…საავტომობილო ტრანსპორტ…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა