Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 30

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 30. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის ლიცენზირებამედიკამენტების რეგულირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა; ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

3.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დაათვალიეროს საქონელი ან/და აიღოს მისი სინჯი ან/და ნიმუში, თუ საქონლის დათვალიერება ან/და მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღება შესაძლებელია.

4.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის ანდა საქონელთან დაკავშირებით განხორციელებულ ოპერაციაში პირდაპირ ან ირიბად ჩართული ნებისმიერი პირის შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის შენობა-ნაგებობაში, რომელიც ფლობს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და მონაცემს.

5.საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საბაჟო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოს და სამართალდამცავ ორგანოს ეკრძალებათ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელება.

6.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის ოდენობა განსაზღვროს ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.

7.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადა დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვისა.

8.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგები აისახება შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზედაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

9.თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

11.შემოწმების აქტის საფუძველზე იმპორტის გადასახდელის დარიცხვის და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

13.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

14.აკრძალულია მოსამართლის ბრძანების გარეშე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება.

15.საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ექსპორტის კონტროლის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ვაქცინის ცდის რეგულირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 64საქართველოს საგადა… 64მუხლი 141მუხლი 64

მიუთითებენ მასზე

მუხლი 63

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 27საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა
  • 101საქონლის გაშვება
  • 103საქონლის განკარგვის ღონისძიებები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა
  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 8შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია
  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 12კონტროლირებადი მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14646425849575141646327101103626330
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025