Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 76

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 76. შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველყოფა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:SaaSთავდაცვის შესყიდვებიკომერციული ხელშეკრულებებისტარტაპის იურიდიული მომსახურებასაერთაშორისო კონტრაქტებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველსაყოფად შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს შესაბამის მოთხოვნებს. მათ შორისაა: ა) იმ სერტიფიკატებისა და დოკუმენტების წარდგენა (მათ შორის, ეკონომიკური ოპერატორის ადგილსამყოფელი ქვეყნიდან), რომლებიც შემსყიდველ ორგანიზაციას დაარწმუნებს, რომ ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტთან, გადაზიდვასა და ტრანზიტთან დაკავშირებული ვალდებულებები; ბ) მითითება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დაწესებულ ნებისმიერ შეზღუდვაზე, რომელიც ეხება საქონლის ან მომსახურების ან მისი მიწოდების შედეგის გამჟღავნებას, გადაცემას ან გამოყენებას და რომელიც შეიძლება საექსპორტო კონტროლიდან ან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობდეს; გ) იმ სერტიფიკატებისა და დოკუმენტების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდება ეკონომიკური ოპერატორის მიწოდების ჯაჭვის ისეთი ორგანიზებულობა, რომ დაკმაყოფილდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველსაყოფად შესყიდვის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, აგრეთვე ვალდებულების აღება, რომ ამ ჯაჭვში ცვლილების შეტანა აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს; დ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, კრიზისულ სიტუაციაში გამონახოს საშუალება შეთანხმებული პირობების შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ე) ეკონომიკური ოპერატორის ადგილსამყოფელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებისგან კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკური ოპერატორის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი საჭიროებების დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება; ვ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, განახორციელოს შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მომარაგება, მოდერნიზაცია და ცვლილება; ზ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, შემსყიდველ ორგანიზაციას გონივრულ ვადაში აცნობოს თავისი ორგანიზაციული მოწყობის, მიწოდების ჯაჭვის ან ინდუსტრიული სტრატეგიის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გავლენა მოახდინოს; თ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს საქონლის სათადარიგო ნაწილების, კომპონენტებისა და გამოსაცდელი აღჭურვილობის საწარმოებლად აუცილებელი ყველა საშუალება (მათ შორის, ტექნიკური ნახაზები, ლიცენზიები და გამოყენების ინსტრუქციები), თუ ამ საქონლის მიწოდება შესაძლებელი აღარ არის.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის კრიზისულ სიტუაციად მიიჩნევა შეიარაღებული კონფლიქტი ან/და ომი, აგრეთვე მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში ხდება ისეთი საზიანო მოვლენა, რომლის მოცულობაც აშკარად აჭარბებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი საზიანო მოვლენის მოცულობას და რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის ან ზღუდავს ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან არსებით გავლენას ახდენს უძრავი ან მოძრავი ქონების ღირებულებაზე, ან მოითხოვს მოსახლეობის პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგებას. კრიზისული სიტუაცია წარმოშობილად ჩაითვლება აგრეთვე, როდესაც აღნიშნული საზიანო მოვლენის დადგომა გარდაუვალად მიიჩნევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები30 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები30 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის სამართლებრივი უზრუნველყოფა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომწოდებლის ხელშეკრულების შედგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 49შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
  • 69შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 12შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები
  • 29სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 103მიწოდების წესები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 9შეკვეთა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13710³2122913⁵103491969976
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შესყიდვების…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026