1.პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ამ წესის მე-20 მუხლის 3 3 და 23 5 მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. [ 1. პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ტურისტული გიდის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, აგრეთვე ამ წესის მე-20 მუხლის 3 3 და 23 5 მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2026 წლის 15 დეკემბრიდან)] 2. თუ პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენებისაგან, იგი თავისუფლდება ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისაგან.
3.ჩგდ წარმოადგენს №13 1 დანართით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები აისახება შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში.
4.ჩგდ (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჩგდ-ისა) შედგება ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი, ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეზემპლარებისაგან, რომლის კოპირებადი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს.
5.ჩგდ-ის მიმოქცევასთან დაკავშირებული პროცესების აღრიცხვა მოიცავს: ა) პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას, რომელიც კონტროლს უწევს ჩგდ-ების მიღებასთან, თანამშრომლებზე გაცემასთან/დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესების (გაცემის თარიღი, რაოდენობა, ნუმერაციის დიაპაზონი) და შევსებული ჩგდ-ების აღრიცხვას; ბ) პირის მიერ იმ თანამშრომლების განსაზღვრას, რომლებსაც ექნებათ ჩგდ-ების გაცემის უფლებამოსილება.
6.ჩგდ-ის მიღების მიზნით განცხადება (დანართი №11) პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება ელექტრონული ფორმით, რომელშიც აღინიშნება: ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი; ბ) პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) პირის იურიდიული მისამართი; დ) გასაცემი ჩგდ-ის რაოდენობა; ე) პირის ხელმოწერა, განცხადების წარდგენის თარიღი.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8.საგადასახადო ორგანო: ა) განცხადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, გასაცემი ჩგდ-ის სარეგისტრაციო მონაცემებს (დანართი №12) ასახავს მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში და განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელზე გასცემს ჩგდ-ის და ცნობას ჩგდ-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ (დანართი №13); ბ) თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ჩგდ-ის არ გასცემს და პირს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს შესაბამისი ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოფხვრის გარეშე არ განხორციელდება ჩგდ-ის რეგისტრაცია საგადასახადო ორგანოში.
9.გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა (დანართი №13 1 ), ჩგდ არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშის საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო /პირად და დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერს (დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრის დუბლირება დაუშვებელია); ბ) საქონლის/მომსახურების მიმღების დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, მიწოდებული საქონლის/მომსახურების შინაარსს, ღირებულებას ციფრებით და სიტყვიერად, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას; გ) საქონლის/მომსახურების მიმწოდებელის და საქონლის/მომსახურების მიმღების ხელმოწერას და შევსების თარიღს.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების მიზნით, პირი ელექტრონული ფორმით განცხადებით (დანართი №13 2 ) მიმართავს საგადასახადო ორგანოს, რომელშიც აღინიშნება: ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი; ბ) პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) პირის იურიდიული მისამართი; დ) გამოსაყენებელი საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონი; ე) პირის ხელმოწერა და განცხადების წარდგენის თარიღი.
11.საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, პირს აცნობებს წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებაზე თანხმობის ან უარის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო წარმოდგენილი ნიმუშის საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს დანართი №13 3 -ის სახით ასახავს მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში და გასცემს ცნობას აღნიშნულის შესახებ (დანართი №13 4 ).
12.თანხმობის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესების აღრიცხვა განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. [ 13. პირი ვალდებულია გამოყენებული, გაუქმებული, დაკარგული და დაზიანებული ჩგდ-ების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ წესის დანართი №13 5 ფორმით, არაუგვიანეს მათი გამოყენების, გაუქმების, დაკარგვის ან დაზიანების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. (ამოქმედდეს 2026 წლის 15 დეკემბრიდან)] საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №345 - ვებგვერდი, 23.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება №128 - ვებგვერდი, 18.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 ივნისის ბრძანება №183 - ვებგვერდი, 07.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №355 - ვებგვერდი, 19.11.2026წ. დანართი №1 1 (პირის დასახელება/სახელი და გვარი) (პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) (პირის იურიდიული მისამართი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომცეთ ჩგდ------- ------- ---------ცალის ოდენობით . (პირის ხელმოწერა, თარიღი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012 წ. დანართი №1 2 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების სარეგისტრაციო მონაცემები რიგი თი № პირის დასახე ლება/ სახელი და გვარი პირის საიდენტი ფიკაციო/ პირადი ნომერი პირის მისამა რთი განცხა დების მიღების თარიღი განცხა დების ნომერი ცნობის გაცემის თარიღი ცნობის გაცემის ნომერი ჩეკთან გათანაბ რებული დოკუმენ ტების დიაპაზო ნის საწყისი ნომერი ჩეკთან გათანაბ რებული დოკუმენ ტების დიაპაზო ნის ბოლო ნომერი საგადასა ხადო ორგანოს დასახე ლება რეგისტრა ციაზე პასუხის მგებელი პირი შენიშ ვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012 წ. დანართი №1 3 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ ც ნ ო ბ ა № (საგადასახადო ორგანოს დასახელება) (პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) (პირის იურიდიული მისამართი) ცნობა გაიცა მასზე, რომ ზემოაღნიშნული პირის სახელზე კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია და გაცემა. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი) შეადგენს ---- -- დან ------- -ის ჩათვლით . (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) (რიცხვი, თვე, წელი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ. დანართი №13 1 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი № 000000 საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის რეკვიზიტები: _____ ______________________________________________________________ (პირის დასახელება/სახელი და გვარი) ____________________________________________________ ____________ _________ (პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) _____________________________________________________ ____________ ________ დამატებითი ინფორმაცია (იურიდ. მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, სხვა) საქონლის/მომსახურების მიმღების რეკვიზიტები: _____ __________________________________________________ ____________ ______ (პირის დასახელება/სახელი და გვარი) _____ _______________________________________________ ____________ _________ (პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) _____ _______________________________________________ ____________ _ ________ (პირის მისამართი) _____ ________________________________________________ ____________ ________ (მიწოდებული საქონლის/მომსახურების შინაარსი) _____ ___________________________________________________ ____________ _____ (ღირებულება ციფრებით და სიტყვიერად) _____ _____________________________________________________ ____________ ___ (დამატებითი ინფორმაცია) მიმწოდებელი: ___________________________ მიმღები: (შევსების თარიღი) შენიშვნა: მომხმარებელზე ჩგდ-ის გაცემისას შევსებული უნდა იყოს ჩგდ-ში მითითებული ყველა გრაფა, გარდა დამატებითი ინფორმაციის გრაფისა. დამატებითი ინფორმაციის გრაფა ივსება მხოლოდ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ. დანართი № 13 2 (პირის დასახელება/სახელი და გვარი) (პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) (პირის იურიდიული მისამართი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ , კანონმდებლობით დადგენილი წესით , მომცეთ თანხმობა თანდართული ნიმუშის ს აბუღალტრო აღრიცხვის პირველად ი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებაზე, ამავე დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრების შემდეგი დიაპაზონით - №------ -დან №--------- -მდე . (პირის ხელმოწერა, თარიღი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №345 - ვებგვერდი, 23.08.2012წ. დანართი № 13 3 საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების სარეგისტრაციო მონაცემები რიგი თი № პირის დასახე ლება/ სახელი და გვარი პირის საიდენტი ფიკაციო/ პირადი ნომერი პირის მისამართი განცხა დების მიღების თარიღი განცხა დების ნომერი თანხმობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღი თანხმობის შესახებ ცნობის ნომერი ჩეკთან გათანაბ რებული დოკუმენ ტების დიაპაზო ნის საწყისი ნომერი ჩეკთან გათანაბ რებული დოკუმენ ტების დიაპაზო ნის ბოლო ნომერი საგადასა ხადო ორგანოს დასახე ლება ცნობის გაცემაზე პასუხის მგებელი პირი შენიშ ვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №345 - ვებგვერდი, 23.08.2012წ. დანართი №13 4 საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის, როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებაზე თანხმობის შესახებ ც ნ ო ბ ა № (საგადასახადო ორგანოს დასახელება) (პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) ( პირის იურიდიული მისამართი) ცნობა გაიცა მასზე, რომ ზემოაღნიშნულ პირს ეძლევა თანხმობა, გამოიყენოს წარმოდგენილი ნიმუშის საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტი, - როგორც ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონი შეადგენს ---------- - - დან ---------- -ის ჩათვლით. (ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) (რიცხვი, თვე, წელი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №345 - ვებგვერდი, 23.08.2012წ. [დანართი №13 5 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №355 - ვებგვერდი, 19.11.2026წ. ჩგდ-ის აღრიცხვის ფორმა ჩგდ-ის ნომერი რეგისტრაციის თარიღი მდგომარეობა (გამოყენებული, გაუქმებული, დაკარგული ან დაზიანებული) მდგომარეობის ცვლილების თარიღი თანხა დღგ-ის დაბეგვრის ტიპი (დასაბეგრი, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული) (ამოქმედდეს 2026 წლის 15 დეკემბრიდან)]

