მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 22 (დანართი 1). სსა - ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე , ამ კარით დადგენილი წესით განახორციელონ ს ს ა - ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი .

2.მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია სსა - ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით.

3.სსა - ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფაქტების გამოვლენის მიზნით: ა ) სსა-ის რეგისტრაციის წესების დარღვევის; ბ) სსა-ის გამოუყენებლობის და გამოყენების წესების დარღვევის; გ) ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების; დ) სსა-ის დაკარგვის; ე) ჩგდ- ი ს გამოყენების წესების დარღვევის; ვ) სსა-ის ექსპლუატაციის წესების დარღვევის; ზ) ამ კარით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის.

4.სსა - ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მე -2 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ , უფლებამოსილია : ა ) შეამოწმოს სსა - ის : ა . ა ) არსებობა ; ა . ბ ) სარეგისტრაციო ბარათი და მისი მონაცემების ფაქტ ობრივ მონაცემებთან შესაბამისობა; ა.გ) ტექნიკური გამართულობა ; ბ) სსა-დან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ვიდეო- ან აუდიო-ჩანაწერების საშუალებით) ან მის გარეშე, უფლება აქვს: ა) სსა-დან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე; ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და სსა-ის მაჩვენებლები შეუდაროს სალაროში არსებულ ნაღდ ფულს; გ) შესთავაზოს პირს, წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ; დ) მოახდინოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა პირის ან მისი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.

6.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ვიდეო ან აუდიო ჩანაწერების საშუალებით) ან მის გარეშე მოახდინოს მოლარის მიერ სხვა მომხმარებლისთვის სსა-ის გამოუყენებლობის ან ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტის გამოვლენა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიე ქტში სისტემატურად.

7.სსა-ის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე. ამასთან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით და 23 6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დამსწრის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენება (ვიდეო ან აუდიო ჩაწერის წარმოება) სავალდებულოა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №354 - ვებგვერდი, 25.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №238- ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 11 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 12.01.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 ივნისის ბრძანება №208 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28115212442592554923⁶ (…16 (დ…20 (დ…10 (დ…5222 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…პერსონალურ მონაცემთა დ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა